მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენ ხანს გასტანს ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი? - თამარ გაბუნიას განმარტება

62038c4f6d868
ინგა მურუსიძე
09.02.22 13:25
548

რამდენ ხანს გაგრძელდება Covid-ის გავრცელების პიკის ფაზა, ეს რეგულაციების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, სწორედ ახლა ვართ პიკის ფაზაში.

„კარგია, რომ უკონტროლო ზრდა არ გვაქვს. ბოლო ორი დღის მაჩვენებელი ამაზე არ მიუთითებს, თუმცა მაღალი რჩება დადებითობის მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ დაავადების გავრცელება გრძელდება. კვირის ბოლომდე უნდა დავაკვირდეთ ამ მაჩვენებლებს, ისე, რომ უფრო დასაბუთებული პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა გგვქონდეს. ეს არის პიკის ფაზა, თუმცა რამდენ ხანს გასტანს ეს პერიოდი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ დავიცავთ რეგულაციებს. ვაქცინაცია გრძელდება და ბუსტერ-დოზა რჩება განსაკუთრებულ რეკომენდაციად“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, გუშინ და დღეს ინფიცირების მაჩვენებელი 25 ათასის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები