მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად აფასებენ ინვესტორები Telegram-ს?

პაველ დუროვი Telegram

პაველ დუროვის მიერ დაფუძნებული საკომუნიკაციო პლატფორმა Telegram-ი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სოციალური ქსელია, რომლის მომხმარებლების რაოდენობა უკვე მილიარდს აჭარბებს.

მომხმარებლების ზრდის პარალელურად, ცხადია, იმატებს კომპანიის საბაზრო შეფასება, რომელიც ამჟამად 30 მილიარდი დოლარის ფარგლებშია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Telegram-ი საფონდო ბირჟაზე არ არის წარმოდგენილი და ეს კერძო შეფასებაა, რომელიც მომდევნო საინვესტიციო რაუნდის დროს შეიძლება დრამატულად გაიზარდოს.

Telegram-ის შესახებ ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ მისი გუნდი 30-მდე თანამშრომლისგან შედგება, რაც პაველ დუროვის გუნდს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან კოლექტივად აქცევს. როგორც დუროვი ამბობს, Telegram-ში მხოლოდ პლანეტის საუკეთესო დეველოპერებს ასაქმებენ, რომელთაც არა გასაუბრების, არამედ საჯაროდ გამართული ჰაკათონის შედეგად ირჩევენ.

2013 წელს დაფუძნებულ კომპანიას არ ჰყავს არც HR, არც შუა რგოლის მენეჯმენტი და არც კორპორაციული სტრუქტურა – კომპანია დამფუძნებლის ხედვის აღსრულების პრინციპით მოქმედებს, რომელიც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში განსაკუთრებით კარგად მუშაობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები