ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო კომპანიებს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანაზე რაიმე სამართლებრივი შეზღუდვა არა აქვთ, მაგრამ ფიქრობს, რომ "მათ ეს ძალიან გაუჭირდებათ".
საქმე ისაა, რომ საქართველოში კერძო სადაზღვევო კომპანიების ნაწილი უკვე აწარმოებს თავისი კორპორაციული კლიენტების აღწერას, თუ ვინ გაიკეთებს აცრას მისი ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. მაგალითად, „ჯიპიაი ჰოლდინგში“ განმარტავენ, რომ იმპორტიორები უკვე ცდილობენ ვაქცინის შემოტანას და კომპანიაც მზად არის, ის თავის დაზღვეულებს შესთავაზოს.
"ყველა მომწოდებელი და ყველა პლატფორმა, რომელიც არსებობს, მოლაპარაკებებს აწარმოებს მხოლოდ სახელმწიფოსთან. ეს არ არის შეზღუდული უფლება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით არის დეფიციტი, კერძო კომპანიებისთვის ხელმისაწვდომობა შეზღუდულია. სხვა მხრივ, როგორც აღვნიშნე, სამართლებრივი აკრძალვა არა აქვთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.




























