მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად ძვირია/იაფია საქართველოში კომუნალური ტარიფები სხვა ქვეყნებთან შედარებით?

კომუნალური

სემეკმა წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მოყვანილია საქართველოში ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების მიმართულებით მოქმედი საყოფაცხოვრებო ტარიფების შედარებითი ანალიზი.

როგორც ირკვევა, საქართველოზე დაბალი ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფი მხოლოდ აზერბაიჯანში მოქმედებს, ხოლო წყლის ტარიფი ყველაზე დაბალია მოყვანილ ქვეყნებთან შედარებით.

უფრო დეტალურად, საქართველოში მოქმედი ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფი - 22.360 თეთრი კვტ.სთ.-ზე მხოლოდ აზერბაიჯანის მაჩვენებელს აღემატება. აზერბაიჯანის ტარიფი 15.552 თეთრია. საქართველოს შემდეგ ჩამონათვალში თურქეთია, კვტ.სთ.-ზე 23.566 თეთრით.

გადასახადების ჩათვლით საყოფაცხოვრებო ტარიფები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (თეთრი/კვტსთ) შემდეგია:

რაც შეეხება ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფებს, ამ შემთხვევაშიც, მოყვანილ ქვეყნებს შორის საქართველოზე დაბალი ტარიფი მხოლოდ აზერბაიჯანშია. საქართველოს ტარიფი 55.51 თეთრი/კუბ..-ზე, ხოლო აზერბაიჯანში - 30.22 თეთრი/კუბ..-ზე. შედარებით მაღალია ტარიფი თურქეთში და 77.37 თეთრს შეადგენს.

გადასახადების ჩათვლით საყოფაცხოვრებო ტარიფები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (თეთრი/კუბ.მ) შემდეგია:

სემეკის ანგარიშში წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქის წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფები. აღსანიშნავია, რომ თბილისში მოქმედი ტარიფი 0.50 ლარი/მ³-ზე ნაკლებია ერევანში მოქმედზე - 0.95 ლარი/მ³-ზე.

წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფები ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში (ლარი/მ³):

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები