მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად გაიზარდა რუსეთის სანავთობო შემოსავალი ირანის ომის გამო?

რუსული ნავთობი

ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) მიერ გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ორკვირიანმა საომარმა მოქმედებებმა რუსეთს დამატებით 7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა.

ნავთობის ფასების გლობალური ზრდა კრემლისთვის ყოველდღიურად დამატებით $588 მილიონის შემოსავალს ნიშნავს, რაც ექსპერტების გათვლით, საკმარისია ყოველ 24 საათში 17,000 Shahed-ის ტიპის საბრძოლო დრონის შესაძენად.

ცნობისთვის, რუსული Urals-ის ფასი ამჟამად 82 დოლარს აღწევს, რაც წლის დასაწყისიდან დღემდე 62%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბუნებრივია, ნავთობის გაძვირება კრემლს ამოსუნთქვის და ბიუჯეტის შევსების საშუალებას აძლევს, რადგან რუსეთი ახლა უფრო ძვირად ახერხებს ნავთობის გაყიდვას ინდოეთსა და ჩინეთში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები