მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენად კმაყოფილები არიან მომხმარებლები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით - კვლევა

620a9d8a85a91
თამთა ჯიჯავაძე
14.02.22 23:40
774
არასამთავრობო ორგანიზაციამ „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი“ პარტნიორ ორგანიზაცია – „მონაცემთა კვლევის ჯგუფთან“ ერთად 2021 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩაატარა კვლევა, რომელმაც შეისწავლა სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების განწყობები და დამოკიდებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომსახურების დადგენილ ტარიფებთან და მიმდინარე ტარიფიკაციის პროცესთან დაკავშირებით.

კვლევის ფარგლებში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით კმაყოფილების შესახებ მოკლე რაოდენობრივი კვლევაც ჩატარდა. როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უსარგებლოა. 7% ვერ იხსენებს, გამოიყენა თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მომსახურება. მათ შორის, ვინც ოდესმე ისარგებლა პროგრამით, ასევე უპასუხა კითხვას, რამდენად კმაყოფილია ზოგადად პროგრამით.

„ამ მაჩვენებლების მიხედვით, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნახევარზე ოდნავ ნაკლები ამბობს, რომ კმაყოფილია (33.2%), ან ძალიან კმაყოფილია (10.4%). ნეიტრალური შთაბეჭდილება აქვს 28.7%-ს, ხოლო თითქმის 22% ან ძალიან უკმაყოფილოა (3.5%) ან უკმაყოფილო (18.8%). რესპოდენტთა 5.4%-ს გაუჭირდა შეფასება გაეკეთებინა“, - აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისთვის, გამოკითხვაში 397 რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. მათი დაახლოებით მესამედი დაუსაქმებელი იყო დაუსაქმებელი, ნახევარი დასაქმებული, ხოლო 19.4% პენსიონერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები