დედაქალაქში არსებული რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის კითხვებს აჩენს. მათი პოზიციაა, რომ თბილისისთვის რამდენიმე მასშტაბური მრავალსართულიანი პროექტი პრობლემას წარმოადგენს. გადაცემის ამ ნაწილში სწორედ ამ თემას დავუთმობთ დროს. ბოლო წლებში თბილისში რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა აშენდა, ამასთან დაგეგმილია გმირთა მოედანზე 40 და 52 სართულიანი კომპლექსების მშენებლობა. გასულ კვირას ასევე ცნობილი გახდა, რომ იპოდრომის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 79 სართულიანი შენობა უნდა აშენდეს. რამდენად მიდის ქალაქის განაშენიანება გენერალური გეგმის მიხედვით და ხომ არ ხდება დადგენილი ნორმიდან გადახვევა?
სტუმარი: მერაბ ბოლქვაძე - თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი;