მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მიმზიდველია ენერგეტიკა ინვესტირებისთვის?

I კვარტალში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია. მთლიანად FDI-ის კლების მიუხედავად, გაზრდილია ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში, რამაც წელს 79 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით $15 მილიონით მეტია. ამ 79 მილიონიდან $38.2 მლნ; ჩეხეთიდან შემოვიდა და უმსხვილესი ინვესტორებია:

• სს თელასი;

• შპს თბილისი ენერჯი;

• სს ენერგო - პრო ჯორჯია; (ჩეხეთიდან)

• სს ეპ ჯორჯია გენერაცია; (ჩეხეთიდან)

საერთო ჯამში, ბოლო 5 წელიწადში (2019-2023) საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 700 მილიონამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2023 წელს საქართველომ გამოიმუშავა 14 მილიარდ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია. საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 75% (2023) მოდის განახლებადი წყაროებიდან.

საქართველოში ძირითადი განახლებადი ენერგიის წყარო არის წყალი. ბოლო 5 წლის განმავლობაში (2019-2023) ელექტროენერგიის იმპორტი განახევრდა (CAGR -13.5%) და ექსპორტი გაიზარდა 5-ჯერ (CAGR 43.3%). შესაბამისად, საქართველოს აქვს მწვანე ენერგიის დიდი საექსპორტო პოტენციალი ზაფხულის თვეებში, როდესაც მეზობელ ქვეყნებს აქვთ ენერგიის დეფიციტი.

ამასთანავე, თავად ჩვენი ანუ საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2013-2023 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 3.3%-ით იზრდებოდა. 2023 წელს საქართველომ 13.1 ტერავატი ელექტროენერგია მოიხმარა. 2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველომ 3.69 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით მეტია.

“ინვესტიციის დროა”- მარიამ ქოიავასთან ერთად!

სტუმრები: მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორი;

გიორგი მირცხულავა -„ბემონის“ მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები