მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად მტკიცეა ენგურჰესის კაშხალი - ჰესის კვლევა იგეგმება

63d56b82645d5
ნინო ტაბატაძე
30.01.23 00:10
3109
ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის სიმტკიცის შეფასებისათვის სპეციალური კვლევა ჩატარდება.

საქართველოში უდიდესი ჰესის კონსტრუქციის შეფასებისთვის ბეტონისა და კლდის ნიმუშების აღებისა და მათი ლაბორატორიული შემოწმება მოხდება, რისთვისაც კაშხლის ტანის ბეტონსა და კლდოვან საძირკველში 13 ვერტიკალური სვეტოვანი და 3 ჰორიზონტალური ბურღილი შესრულდება.

ლაბორატორიული გამოკვლევები მოიცავს კუმშვასა და გაჭიმვაზე სიმტკიცის, სიმკვრივის, იანგის მოდულისა და განივი ტალღის სიჩქარეების (Vs) განაწილების შეფასებას. სამუშაოებისთვის 181 673 დოლარი (დღგ-ს გარეშე) დაიხარჯება.

სამუშაოები აპრილამდე უნდა ჩატარდეს, ვინაიდან ამ პერიოდში წყლის დონე წყალსაცავში ყველაზე დაბალია და მინიმალურია ფილტრაციული წყლების რაოდენობა,რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაოების შესასრულებლად. ექსპერტების განმარტებით, დიდი ფილტრაციული ხარჯების შემთხვევაში ბურღვების შესრულება შეუძლებელია.

შესყიდვების სააგნტოსთვის წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სამუშაოების ჩატარება კომპანია ARTELIA-მ მოითხოვა, რომელიც ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის(EBRD) დაკვეთით უკვე ახორციელებს თაღოვანი კაშხლის სტრუქტურული შეფასების ანალიზს. სამუშაოების აუცილებლობაა გამოირიცხოს ყოველგვარი რისკი.

აღსანიშნია, რომ ენგურჰესის წყალსაცავის სიგრძე 25 კმ-ია. და მისი სიღრმე 270 მეტრს შეადგენს. ხოლო წყალსაცავში დაგროვილი წყლის მოცულობა მაქსიმალურ ნიშნულზე ს 1,1 მილიარდია კუბურ მეტრია. შესაბამისად კაშხლის მდგრადობის შეფასება უმნიშვნელოვანესი საკითხია. ენგურჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის წილი ქვეყნის მთლიან ელ.მომარაგებაში 40% შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები