მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად პროდუქტიული და ეფექტიანია აგროდაზღვევის პროგრამა?

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი წლების განმავლობაში ნელი ტემპით იზრდება. ამას მოწმობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განვითარებისა და მართვის ეფექტიანობის აუდიტის შედეგები, რომელიც 2014-დან 2021 წლის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევადი კულტურების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფო სუბსიდირების მაღალი წილისა, რაც 50%-დან 90%-მდე მერყეობს, პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი მაინც ნელი ტემპით იზრდება. აუდიტის შეფასებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ფერმერებისთვის ხელსაყრელი სადაზღვევო პირობების შემუშავება კვლავ გამოწვევად რჩება.

აუდიტორთა კვლევამ აჩვენა, რომ სადაზღვევო პირობები არ არის მორგებული აგროსაქმიანობის საჭიროებებზე, ვინაიდან არ არის გათვალისწინებული თითოეული რეგიონის და კულტურის სპეციფიკა. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 10 წელია მოქმედებს, ინფორმაციული, ორგანიზაციული და ტექნიკური ბაზის შექმნის პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა, რაც ხელს უშლის პრობლემების იდენტიფიცირებას და შესაბამისად პროგრამის გაუმჯობესებას. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2014-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 73 მლნ ლარია გამოყოფილი.

პროგრამაში ყოველწლიურად საშუალოდ 11,7 ათასი ბენეფიციარი მონაწილეობდა, ჯამში − 95 ათასამდე პირი. პროგრამის შედეგად 33 847 დაზარალებულ ფერმერს აუნაზღაურდა 66.1 მლნ ლარის ზარალი, რაც გაცემული სადაზღვევო პრემიის 78%-ია; რამდენად პროდუქტიული და ეფექტიანია სააგენტოს მიერ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მართვისა და განვითარების პროცესი და რა რეკომენდაციები აქვს ამ მიმართულებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს?

სტუმარი: გიორგი კაპანაძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები