მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ადამიანი დაინფიცირდა Covid-19-ით ბოლო ერთ წელიწადში? - პასუხი დეპუტატს

კორონავირუსი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კოვიდ-სტატისტიკის გამოქვეყნება 2022 წლის 1 ოქტომბერს შეწყვიტა და ამ ნაბიჯით ქვეყანაში პანდემია ფაქტობრივად დასრულებულად გამოაცხადა. მიუხედავად ამისა, ვირუსით ინფიცირება არ შეჩერებულა და ათასობით ადამიანმა ამ თარიღის შემდეგაც გადაიტანა კორონავირუსი.

ამის შემდეგ დეპუტატმა რომან გოცირიძემ NCDC-დან კოვიდ-ინფიცირებისა და ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა მაჩვენებლები რამდენჯერმე გამოითხოვა. ბოლო მიმართვა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა 10 ოქტომბერს გაგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მეორედ დეპუტატმა განმეორებითი კითხვა 6 ნოემბერს გააგზავნა, სადაც ორგანიზაციას 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან პასუხის მომზადებამდე პერიოდში კოვიდით ინფიცირებულთა და შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გამოითხოვა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან კოვიდით ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობაზე უპასუხეს, გარდაცვლილთა მონაცემები კი არ გაუზიარეს, რაც შემდეგნაირად განმარტეს: „აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ 2022 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში COVID-19 დადასტურებული შემთხვევები არის 86 728.

გარდაცვალების აღრიცხვა პანდემიის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ მიმდინარეობს სტანდარტულ ფორმატში (არა ოპერატიულ რეჟიმში) და 2023 წლის გარდაცვალება სიკვდილის მიზეზების მიხედვით ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო წლის ივნისის თვიდან“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები