მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი დაიხარჯა და რა გაკეთდა ლენტეხში „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში?

62f1fade6d6f8
ვიქტორია მღებრიშვილი
09.08.22 10:10
651
„განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ლენტეხში პირველი ფაზის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროგრამით "განახლებული რეგიონები“ ლენტეხის ცენტრალური ორი ქუჩის განახლების სამუშაოები დაფინანსდა, რაც 11 შენობის და პარკის რეაბილიტაციას მოიცავს, რომლის ღირებულება 1.5 მილიონ ლარზე მეტია. ამასთან, პროგრამიდან გაცემული დაფინანსებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტი თავად აწარმოებს კულტურის სახლის რეკონსტრუქციის პროექტს, რომლის ღირებულება 2.1 მილიონ ლარზე მეტია.

ლენტეხში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაათვალიერა და იმის შესახებ ისაუბრა რა გაკეთდა და რა გაკეთდება მომავალში.

„სამუშაოები მოიცავს მოედანს, სხვადასხვა შენობა-ნაგებობას. მიმდინარეობს კულტურის ცენტრის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ასევე, კეთდება სააქტო დარბაზი, გრძელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტების მოწესრიგება, მათ შორის სანიაღვრეების და რეკრეაციული სივრცეების. აღნიშნული პროცესი უკვე მეორე ფაზის სამუშაოების ფარგლებში გრძელდება, რომელიც ასევე შემოდგომაზე დასრულდება”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის დახმარებით, საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ტურისტულ და რეკრეაციულ სივრცესაც აწყობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები