მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ღვინის კომპანიაში რა სახის კონტროლი ჩატარდა I კვარტალში?

ქართული ღვინო

I კვარტალში ღვინის ხარისხის კონტროლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

სააგენტოს ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში 23 კომპანიაში 55 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა, რაც სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 216 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, 22 კომპანიის ინსპექტირების შედეგად აღებული 51 ნიმუშიდან დარღვევა 3 კომპანიის 6 ნიმუშში დაფიქსირდა.

მავე პერიოდში 4 კომპანიაში განხორციელდა 10 სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ისახავს მიზნად. აღებული 5 ნიმუშიდან დარღვევა არ გამოვლენილა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, განხორციელებული 6 კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 56 კომპანიის 101 ნიმუში. დარღვევა დაფიქსირდა 33 კომპანიის 49 ნიმუშში.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ინარჩუნებდეს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს“, - ნათქვამია პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები