მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენი იქნება პარლამენტის 2026 წლის ბიუჯეტი? - "ოცნებამ" პროექტი დაამტკიცა

კვიჟინაძე

"ოცნების" პარლამენტმა 2026 წლის საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ბიუჯეტი რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობით არის მომზადებული.

დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის 2026 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მოცულობა 91.5 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2025 წლის დონეს უცვლელად ინარჩუნებს.

ბიუჯეტის სტრუქტურა ასეთია:

  • შრომის ანაზღაურება – 47.7 მილიონი ლარი;
  • საქონელი და მომსახურება – 31 მილიონი ლარი, რაც მოიცავს პარლამენტში მოქმედ სტაჟირების პროგრამას;
  • გრანტები და სოციალური უზრუნველყოფა – 0.15 და 0.9 მილიონი ლარი, შესაბამისად;
  • კაპიტალური ხარჯები – 6.7 მილიონი ლარი.

კაპიტალური ხარჯების ნაწილში გათვალისწინებულია პარლამენტის შენობის რეაბილიტაცია-გამაგრებითი სამუშაოები და IT ინფრასტრუქტურის მოდერნიზება.

პაპუაშვილის განცხადებით, წლევანდელ ბიუჯეტში 6.5 მილიონი ლარის ეკონომია დაფიქსირდა, რაც 49 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამ განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები