მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი იყო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავლები I კვარტალში?

6459ffbcbd852
მარიამ ვარადაშვილი
09.05.23 12:05
972
2023 წლის პირველ კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 12.5%-ით შემცირდა და 15.6 მილიონი ლარი შეადგინა.

გასული წლის I კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამური შემოსავალი 17.8 მლნ ლარს შეადგენდა, ეს ნიშნავს, რომ წელს, ანალოგიურ პერიოდში მაუწყებლების შემოსავლები თითქმის 2.2 მლნ ლარით შემცირდა.

საანგარიშო პერიოდში სატელევიზიო მაუწყებლების კომერციული სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, რადიოების კი - გაზრდილი. კერძოდ, თუ 2022 წლის პირველ კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული რეკლამიდან 16.3 მლნ ლარი მიიღეს, 2023 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 14.1 მლნ ლარი იყო.

სარეკლამო შემოსავლების შემცირების მიზეზად კომუნიკაციების კომისია აზარტული კომპანიებისთვის რეკლამის განთავსებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასახელებს. კერძოდ, 2022 წლის 1 მარტიდან აზარტული თამაშების სამაუწყებლო რეკლამა აიკრძალა. რეგულაციის ამოქმედებამდე აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილი დამიფინანსებლები იყვნენ. 2022 წლის პირველ კვარტალში აზარტული თამაშების სექტორიდან მიღებულმა სარეკლამო შემოსავალმა 4.8 ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში სარეკლამო შემოსავლების ძირითადი ნაწილი თითქმის 70% პირდაპირი რეკლამა იყო. მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც სარეკლამო შემოსავლებით კვლავ "ტელეიმედი" ლიდერობს. აღსანიშნავია ის, რომ 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, სარეკლამო შემოსავლები შეუმცირდა "მთავარ არხს"; "ფორმულასა" და "ტვ პირველს". 

I კვარტალში სარეკლამო შემოსავლები სატელევიზიო არხების მიხედვით ასე გადანაწილდა:

"ტელეიმედი" - 4.6 მლნ ლარი
მედია ჰოლდინგ [ბრენდული სახელი რუსთავი 2] - 2.2 მლნ ლარი
"პოსტვ" - 1.6 მლნ ლარი
"მთავარი არხი" - 1.3 მლნ ლარი
ტელეკომპანია "პირველი" - 1.1 მლნ ლარი
"ფორმულა" - 0.8 მლნ ლარი
"ბი ემ ჯი" - 0.6 მლნ ლარი
საზოგადოებრივი მაუწყებელი - 0.5 მლნ ლარი
"ჯი-დი-ეს თი-ვი" - 0.4 მლნ ლარი
მედია-ჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმზი" - 0.2 მლნ ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები