კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში ტელევიზიების კომერციული სარეკლამო შემოსავლები 10%-ით 16 მლნ ლარამდე შემცირდა.
კომერციული სარეკლამო შემოსავალი რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.
კომისიის განცხადებით, შემოსავლების კლების მიზეზი საპარლამენტო არჩევნები იყო, რადგან მოქმედი კანონმდებლობა, აღნიშნული პერიოდის მიმდინარეობისას მაუწყებლებს უფლებას აძლევს საკუთარ ეთერში განათავსონ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა. შესაბამისად, ამ პერიოდში მაუწყებლების მიერ რეკლამის განთავსებისთვის დათმობილი დრო კომერციულ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს შორის განაწილდა, რამაც კომერციული რეკლამისათვის დათმობილი დრო შეამცირა.
მე-3 კვარტალშიც ტრადიციულად წელსაც ყველაზე მაღალი შემოსავალი ტელეიმედს ჰქონდა, მეორე ადგილზე იყო "რუსთავი 2", ხოლო მესამე ადგილს "მთავარი არხი" იკავებდა.
ამას გარდა, კომისიამ გამოაქვეყნა მაუწყებლების ყველაზე მსხვილი დამკვეთი კომპანიების სია:
იმედზე 100 - 500 ათას ლარამდე ღირებულების რეკლამა განათავსეს:
- ავერსი ფარმა
- Henkel Central Asia Caucasus LLP
- LOréal
- კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია
- პსპ ფარმა
- დიპლომატ ჯორჯია
- კოლგეიტ პალმოლივი
- შპს ავენიუ ბაი ორბი
- ნესტლე საქართველო
- მონდელიზ საქართველო
- მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია
რუსთავი 2-ზე 100 - 500 ათას ლარამდე ღირებულების რეკლამა განათავსეს:
- კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია
- პსპ ფარმა
- სან პეტროლიუმ ჯორჯია
შემოსავლების კუთხით მესამე ადგილზე მყოფ მთავრ არხზე 100 - 500 ათას ლარამდე ღირებულების რეკლამა ჰქონდათ:
- ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
- კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია
- პსპ ფარმა
მეოთხე ადგილზე მყოფმა პოსტვ-ზე 100 - 500 ათას ლარამდე ღირებულების რეკლამა განათავსეს:
- რესპუბლიკა
- სტერეო+
- ტიფლის ფაბ
- ფალავანი
- შპს ბუნებრივი აირი
- შპს ჯეოკეპ
რაც შეეხება ტვ პირველს, კომპანიებიდან 100 - 500 ათას ლარამდე ღირებულების რეკლამა მხოლოდ კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას აქვს განთავსებული.
მე-3 კვარტალში "იმედმა" 5.6 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.7 მლნ ლარით არის შემცირებული. 2.1 მლნ ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა, წლიურად 0.4 მლნ ლარით ნაკლები. 0.2 მლნ ლარით 1.6 მლნ ლარამდე შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი. მიმდინარე წლის III კვარტალში 1.4 მლნ ლარი მიიღო „პოსტვ“-იმ, რაც გასულ წელთან შედარებით 0.4 მლნ ნაკლებია. უცვლელი დარჩა „ტელეკომპანია პირველის“ კომერციული შემოსავალი და 1.2 მლნ ლარი იყო.