მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი კანდიდატი აბარებს საბაკალავრო, სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებს?

NAEC

დღეს, 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვადასხვა დონის საგამოცდო პროცესებში მონაწილეობას 80 000-მდე აპლიკანტი მიიღებს. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე აღნიშნავს, მათგან ნახევარზე მეტი აბიტურიენტია, დანარჩენი აპლიკანტები კი სამაგისტრო, საგრანტო და მასწავლებლის გამოცდებზე არიან რეგისტრირებული.

“ეროვნულ გამოცდებზე 80 000-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული, მათ შორის 47 000-მდე აბიტურიენტია, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 3 000-ზე მეტი სტუდენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კი მაგისტრანტობის 10 000-ზე მეტი კანდიდატი. მასწავლებლის გამოცდას კი 18 900-ზე მეტი აპლიკანტი აბარებს”, - აღნიშნავს გიორგი ჩაკვეტაძე.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო - NAEC-ის ინფორმაციით, პირველ დღეს განაწილებულ აბიტურიენტთაგან საგამოცდო ცენტრებში 93%-ზე მეტი გამოცხადდა, იყო დაგვიანების ერთი შემთხვევაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები