მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი ლობისტური კონტრაქტი არის გაფორმებული საქართველოდან აშშ-ში?

ლობ
BM.GE
31.07.23 23:55
57

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა ხელშეკრულება, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობას ითვალისწინებს, საჯაროა. თითოეული კონტრაქტის მიზნების, ღირებულებისა და მოქმედების ვადების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.

საქართველოს მთავრობა:

საქართველოს მთავრობა უკვე რამდენიმე წელია აშშ-ში ლობისტურ სერვისს ამერიკულ ფირმა Chartwell Strategy Group-ს უკვეთავს. Fara-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ლობისტური კომპანიის გასამრჯელო თვეში 40,000 დოლარით განისაზღვრება. შესაბამისად, წლიური მოცულობა 480,000 დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა Chartwell Strategy Group-ს ლობისტურ სერვისს 2018 წლის იანვრიდან უკვეთავს.

ტელეკომპანია ფორმულას ლობისტური კონტრაქტი:

2023 წელს ტელეკომპანია “ფორმულამ” გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან.

კონტრაქტის თანახმად ხელშეკრულების საგანს საქართველოში სიტყვის და მედიათავისუფლების ადვოკატირება წარმოადგენს. ამასთან, კონტრაქტის მიხედვით, Cornerstone Government Affairs-ი იმუშავებს რათა აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში გაიზარდოს საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ცნობადობა.

ხელშეკრულება 12 თვის ხანგრძლივობის იქნება, მის ფარგლებში გადახდა 4-ჯერ 105,000 დოლარის ოდენობით მოხდება (ჯამში 415,000 დოლარი).

მიხეილ სააკაშვილის ლობისტური კონტრაქტი:

2023 წლის თებერვალში გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელიც ამერიკულმა იურიდიულმა კომპანია Akerman-მა მოამზადა. დოკუმენტის თანახმად, 2022 წლის აგვისტოში მათ გააფორმეს 917 ათასი დოლარის ღირებულების კონტრაქტი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან. კონტრაქტის ძირითადი მიზანი იურიდიული დახმარების გაწევა, ამასთანავე ლობისტური აქტივობების ჩატარებაა. დოკუმენტს ხელს Akerman-ის პარტნიორი, მასიმო დ'ანჯელო აწერს, რომელიც ამავდროულად მიხეილ სააკაშვილის პერსონალური იურისტია.

კონტრაქტის მიზანს პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტის მდგომარეობის შესახებ აშშ-ის პოლიტიკურ სივრცეში სტრატეგიული საკომუნიკაციო კამპანიის ჩატარება და ამ პროცესის შედეგად, ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაში დახმარება წარმოადგენს.

Akerman LLP-ის პარტნიორის, მასიმო დ'ანჯელოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, კონტრაქტის ფარგლებში ასევე დაიქირავეს წამყვანი სამედიცინო ექსპერტები, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს.

ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი, მათ შორის მითითებულია, რომ გაიმართა სხვადასხვა სახის კომუნიკაცია (ელექტრონული ფოსტა და მიმოწერა) აშშ-ის სენატორ ჯინ შაჰინის ოფისის წარმომადგენლებთან, ასევე თბილისში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან, სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ასისტენტის თანაშემწესთან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

ერთ-ერთი უკანასკნელი დოკუმენტი, რომელიც სისტემაში არის მითითებული არის მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო ლიდერების მიერ ხელმოწერილი პეტიცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე. პეტიციის ავტორია ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ხელმომწერებს შორის არიან ესტონეთის, ხორვატიის, უკრაინის, პოლონეთის, ხორვატიის ბულგარეთის, სერბეთის, მონტენეგროს და ლატვიის ყოფილი პრეზიდენტები, ასევე მონტენერგოს, ბელგიის, ლატვიის, ხორვატიის და სხვა ქვეეყნების ყოფილი პრემიერ-მინისტრები. პეტიციას ხელს სულ 150 ყოფილი მაღალჩინოსანი აწერს.

2022 წელს მოქმედი იყო ექს-პრემიერის ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის ლობისტური კონტრაქტი:

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ დაფუძნებულმა ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდმა (AGECF) 2022 წლის მაისში გააფორმა კონტრაქტი ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა King & Spalding LLP-თან.

კონტრაქტის ბიუჯეტი $55,000 დოლარი იყო, ამ ფონდის მეორე ლობისტური კონტრაქტს წარმოადგენდა, რადგანაც პირველი $40,000-ის კონტრაქტი 2022 წლის თებერვალში ფირმა Delahunt Group International LLC-თან გააფორმა.

კონტრაქტის მიზანს საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოებისთვის მუშაობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და საქართველოში DFC-ის რეგიონული ოფისის გახსნის ადვოკატირება წარმოადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები