საქართველოში მოქმედი ბანკები ყოევლთვიურად მილიარდობით დოლარს ყიდულობენ და ყიდიან, რაც მათი კლიენტებისგან მომავალ მოთხოვნებს ეფუძნება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში ბანკებმა იყიდეს 6.26 მილიარდი დოლარი და გაყიდეს 6.65 მილიარდი დოლარი. სტატისტიკის მიხედვით დოლარის ყიდვების მოცულობა წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 14%-ით გაიზარდა, ხოლო გაყიდვების მოცულობა 24%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება ევროს, ოქტომბერში ბანკებმა ოქტომბერში იყიდეს 2.37 მილიარდი ევრო (კლება 20%) და გაყიდეს 2.56 მილიარდი ევრო (კლება წინა წელთან 15%).
2024 წლის 10 თვეში ქართულმა ბანკებმა სულ $53.4 მილიარდი დოლარი იყიდეს, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით, ანუ 872 მილიონი დოლარით მეტია. ბანკების მიერ გაყიდული დოლარის მოცულობა კი $54.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასევე 2%-ით, ანუ 1.1 მილიარდი დოლარით მეტია.
რაც შეეხება ევროს სავალუტო ბაზრის მოცულობას, 2024 წლის 9 თვეში ბანკებმა შეიძინეს 23 მილიარდი ევრო და გაყიდეს 23.8 მილიარდი ევრო, შესაბამისად, გაყიდვები შესყიდვების მოცულობას 780 მილიონი ევროთი აჭარბებდა.