The Telegraph-ის დათვლებით, ამ თვეში ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან რუსეთის შემოსავლები გაორმაგდება და $12 მილიარდიდან თითქმის $24 მილიარდამდე გაიზრდება.
ასეთი მკვეთრი ზრდა გამოწვეულია როგორც ენერგორესურსების ფასების გლობალური ზრდით, ასევე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციების დროებითი შემსუბუქებით, რაც მოსკოვს საშუალებას აძლევს, ენერგეტიკული კრიზისით ისარგებლოს და Urals-ის მარკის ნავთობი თითქმის 2-3-ჯერ ძვირად გაყიდოს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლის შენარჩუნებას ცდილობს, ენერგორესურსებზე გლობალური მოთხოვნა ამჟამად იმდენად მაღალია, რომ რუსული ნავთობი მაინც პოულობს გზას მსოფლიო ბაზრამდე, განსაკუთრებით აზიურ სახელმწიფოებამდე.
ცხადია, შემოსავლების ასეთი მკვეთრი ზრდა მოსკოვს აძლევს დამატებით ფინანსურ რესურსს სამხედრო ხარჯებისა და შიდა ეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ სანამ ენერგორესურსების შეფასება მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და სანქციების გვერდის ავლის მექანიზმები იარსებებს, რუსეთის ენერგეტიკული სექტორი კვლავ დარჩება ქვეყნის მთავარ ფინანსურ საყრდენად და კრემლის ბიუჯეტის ძირითად კონტრიბუტორად.




























