გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი „ანალიტიკა“-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიმართულია უცხოური გრანტების და ზოგადად უცხოელების საქართველოში აქტივობის წინააღმდეგ, გერმანიის საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივას კიდევ უფრო მეტად გაართულებს.
პეტერ ფიშერი „ანალიტიკა“-ს ეუბნება, რომ ამ დრომდე გერმანიამ საქართველოში 370 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსება უკვე შეაჩერა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზიდან გადაუხვია.
როგორც ელჩი გვეუბნება, დაფინანსებისთვის მზა განვითარების პროექტების ჩამონათვალი ორ ქვეყანას შორის უკვე შეთანხმებული იყო, თუმცა გერმანიის მთავრობამ ამ პროექტების დაფინანსება დროებით გადაიფიქრა.
„საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაღრმავების სხვა გეგმებიც გვქონდა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი საუბარი სწორედ იმის შეფასებით დავიწყეთ, თუ როგორი ურთიერთობებია დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. არ არის კარგი. როგორი ურთიერთობებია გერმანიასა და საქართველოს შორის? არ არის კარგი“ - უთხრა გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა „ანალიტიკა“-ს.
სრულ ინტერვიუს ნახავთ პარასკევს ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკაში".




























