მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარი დაუჯდება თბილისს საახალწლო განათებების შესყიდვა?

საახალწლო დეკორაციები

თბილისში საახალწლო მზადება დაიწყო. ქუჩების ნაწილი უკვე მორთულია. საინტერესოა, უშუალოდ თბილისის მერიამ რა თანხა გამოყო საახალწლო მორთულობებზე?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ საახალწლო ილუმინაციების შეძენა-ანთების პროცესს „თბილსერვის ჯგუფი“ ხელმძღვანელობს. 2023 წლის იანვრიდან, ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით სათამაშოებსა და 2D ფიგურებზე დახარჯული თანხა, დაახლოებით, 3 522 030 ლარს შეადგენს, საიდანაც ძირითადი ნაწილი- 1 733 800 ლარი მანათობელ თოკებზე და გასანათებელ მოწყობილობებზე მოდის.

ალილოს ფიგურებსა და შობის ვარსკვლავებზე დახარჯულია 362 000 ლარი, ბაგირზე სამონტაჟო 2D ფიგურებზე 324 500, ხოლო საყრდენზე სამონტაჟო 2D მანათობელ ფიგურებზე კი 318 510 ლარი. გირლანდებზე გამოყოფილი თანხა 780 000 ლარამდე აღწევს. დანარჩენ მორთულობები (მანათობელი ნათურები, ე.წ სტრინგ) 3220 ლარი დაჯდა.

შესყიდვები განხორციელდა ელექტრონული ტენდერით აუქციონის გარეშე და შემსყიდველის როლში გვევლინება შ.პ.ს „თბილსერვის ჯგუფი“

აუცილებელია ითქვას, რომ ამ თანხაში არ შედის ხელფასები და ახალი ნაძვის ხე, რომლის ღირებულებაც 720 000 ლარია. მისი მომწოდებელია კომპანია „ღამის შოუ სტუდია“.

დაანონსდა ასევე ე.წ „საახალწლო ქალაქი“, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ორბელიანის, დედაენისა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიები და გაიმართება სხვადასხვა აქტივობები 15 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, მათ შორის საახალწლო გალა კონცერტიც. ჯამში, საახალწლო ქალაქის მოწყობა მერიას დამატებით 6.5 მილიონი ლარი დაუჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები