მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Jacobs-ს საქართველოში?

63a5b92f7d84c
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.22 18:48
1826
ჰოლანდიური კომპანია Jacobs Douwe Egberts-ი მსოფლიოში ხსნადი ყავის ბაზრის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა.

კომპანიის ქართულმა შვილობილმა 2021 წლის ფინანსური ანგარიშგება უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, იაკობსის ბრენდების გაყიდვებმა 46 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9 მილიონი ლარით მეტი იყო. ასევე გაიზარდა წმინდა მოგებაც 6.7 მილიონი ლარიდან 8.8 მილიონ ლარამდე.

კომპანიის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის განმავლობაში გლობალურად მისმა შემოსავლმა 7 მილიარდი ევრო შეადგინა. Jacobs-ის ბრენდებია თავად Jacobs-ი, ასევე ყავა Douwe Egberts-ი, L’OR, Carte Noire, Cafe Pele და სხვა ბრენდები.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოში კომპანიის შემოსავლის 93% ხსნადი ყავიდან მომდინარეობს.

შპს „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო“ (შემდგომში „კომპანია“) არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელიც საქართველოში დაარსდა 2014 წლის დეკემბერს. კომპანიის მოქმედების აქტიური ეტაპი დაიწყო 2015 წლის აპრილში, როდესაც კომპანიამ შეიძინა ყავის ბიზნესი შპს Mondelēz Georgia– სგან (ბიზნესის გადაცემის ხელშეკრულება შესრულდა 2015 წლის 1 აპრილს). Jacobs Douwe Egberts International B.V. (მშობელი) კომპანიის კაპიტალის 100% -ს ფლობს. 2017 წლის 12 ივნისს კომპანიამ შეიცვალა სახელი შპს „იაკობზ საქართველო“-დან და ფუნქციონირებას აგრძელებს შპს „იაკობზ დაუ ეგბერტს საქართველო“-ს სახელით.