მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “ბკ ქონსთრაქშენს”? - ანგარიში

6312532ea4884
BM.GE
02.09.22 23:55
1500
საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის “ბკ ქონსთრაქშენის” შემოსავალი, გასულ წელს, სამშენებლო მომსახურებიდან ₾34.1 მილიონით, ₾107.9 მილიონამდე გაიზარდა. ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ფინანსურ ანგარიშში წერია. 

რაც შეეხება კომპანიის წმინდა მოგებას, ის ₾2 მილიონს შეადგენდა, რაც 2020 წელთან შედარებით 0.4 მილიონით ნაკლები იყო.

“ბკ ქონსთრაქშენის” 2021 წლის შემოსავლები ასე ნაწილდება:

საცხოვრებელი ფართის მშენებლობიდან - 93 მილიონი ლარი;
კომერციული ფართის მშენებლობიდან - 13 მილიონი ლარი;
სხვა შემოსავალი - 1.66 მლნ ლარი;

რაც შეეხება კომპანიის აქტივებს, ფინანსური ანგარიშის თანახმად იგი ₾47 მილიონს შეადგენს.

“ბკ ქონსთრაქშენი საპროექტო სამუშაოების შესრულებას, შენობის დიზაინის შექმნას, პროექტირების ხარისხის კონტროლსა და პროექტის მართვას უზრუნველყოფს. მშენებლობის პროცესში ასევე სამშენებლო საქმიანობის მართვის სრული პაკეტია უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, კომპანია ძველი შენობების სრულ რეკონსტრუქციას ახორციელებს, რაც მივიწყებულის გაცოცხლებას და ძველი იერსახის შენარჩუნებას ახალი, თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი რემონტითა და დიზაინით გულისხმობს, ”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ "ბკ ქონსთრაქშენი" არაერთი მსხვილი პროექტის მშენებლობაშია ჩართული, მათ შორისაა შარტავას ქუჩაზე ყოფილი ოლიმპიური ვარსკვლავის თეთრი კვადრატის მშენებლობის პროექტი, თბილისი გარდენსის პროექტი, არქი დიღომის პროექტი და სხვა პროექტები. კომპანიის მიერ დასრულებულ მსხვილ პროექტთა შორისაა "სითი მოლის", "რადისონ წინანდალის", სავაჭრო ცენტრ დომინოს პროექტები.

გაცნობებთ, რომ 2021 წლის აპრილში კომპანია “ბკ ქონსთრაქშენი", დირექტორებმა  - შოთა ბერეკაშვილმა და ირაკლი ბურდილაძემ შპს მ2 ჯგუფისგან გამოისყიდეს, რომელიც იქამდე კომპანიის 50%-იან წილს ფლობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები