მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს Boeing-ის ქართულ კონტრაქტორ ATC-ის

boeing 787

თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილების ერთადერთმა ქარხანამ საქართველოში ATC-იმ 2022 წლის ფინანსური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მთლიანი შემოსავალი 5.9 მილიონი დოლარიდან 3.4 მილიონ დოლარამდე შემცირდა. შედეგად გაიზარდა კომპანიის ზარალი და ის 2021 წელს არსებული 6.1 მილიონი დოლარიდან 2022 წელს 7.7 მილიონი დოლარი გახდა.

ATC ისრაელის კომპანია Elbit Systems-ისა და საქართველოს განვითარების ფონდის (ყოფილი საპარტნიორო ფონდის) თანასაკუთრებაში არსებული კომპანიაა და ის ერთადერთია რეგიონში, რომელსაც Boeing-ისთვის ფიუზელაჟის კომპოზიტური ნაწილების მიწოდება შეუძლია.

ქარხანა ძირითადად Boeing 787-ის ნაწილების წარმოებაზე სპეციალიზდება. შემოსავლების კლებაც ამ ხომალდის წარმოების შეფერხებას უკავშირდება.

“2022 წლის განმავლობაში კომპანიამ გასწია წმინდა ზარალი 7,677 აშშ დოლარის (2021 წ.: 6,165 აშშ დოლარი) ოდენობით. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები მის მოკლევადიან აქტივებს 29,793 აშშ დოლარით აღემატებოდა (2021 წ.: 2,906 აშშ დოლარი). 2022 წლის განმავლობაში მოთხოვნის მნიშვნელოვანი კლება გამოწვეული იყო ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეწყვიტა ბოინგის „787 Dreamliner“ წარმოება 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ. რადგან კომპანიის მიერ წარმოებული ნაწილების დაახლოებით 90% ბოინგისთვის „787 Dreamliner“ არის განკუთვნილი, 2022 წელს კონკრეტული ნაწილების წარმოება და გაყიდვა დაგეგმილზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო,”- ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ქარხნის 33.33% ეკუთვნის საქართველოს განვითარების ფონდს, ასევე 33.33% ეკუთვნის შპს “პროექტს”, რომელიც ასევე საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის, შესაბამისად ფონდის წილი საერთო ჯამში არის 66%. ხოლო 33.33% კი კომპანია Elbit Systems-ის საკუთრებაშია.

კომპანიის აქტივები 43 მილიონ დოლარს, ხოლო ვალდებულებები 32.5 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან ATC-ის გააჩნია დაგროვილი ზარალი 49.8 მილიონი დოლარის ოდენობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები