მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს H&M-ს საქართველოში?

H&M

საქართველოში ტანსაცმლის ერთ-ერთმა უმსხვილესმა რიტეილერმა H&M-მა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ აღნიშნული წლის განმავლობაში საკუთარი შემოსავალი 35%-ით, 48.4 მილიონ ლარამდე გაზარდა.

H&M-ი შვედური მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანაში, 4,800 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

H&M-ი საქართველოში სამი მაღაზიით ოპერირებს, რომლებიც სითი მოლში, ის ფოინთსა და გალერიაში არის განთავსებული.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავლები და მოგება წლების მიხედვით ასეთი იყო:

2022 წელს - 48.4 მილიონი ლარის შემოსავალი, წმინდა მოგება 1.1 მილიონი ლარი;

2021 წელს 35.8 მილიონი ლარის შემოსავალი, წმინდა მოგება 1.3 მილიონი ლარი.

იმის გათვალისწინებით, რომ H&M-ის გლობალურმა შემოსავალმა 2022 წელს 22 მილიარდი დოლარი შეადგინა, კომპანიის ქართული შვილობილის წვილი მთლიან შემოსავალში მხოლოდ 0.08%-ს შეადგენს. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ H&M-ის ქსელში 4,800 მაღაზიაა გაერთიანებული, ერთი მაღაზიის საშუალო გაყიდვები 4.58 მილიონ დოლარს შეადგენს, კომპანიის ქართული მაღაზიების საშუალო შემოსავალი კი წელიწადში 16.1 მილიონი დოლარი, ანუ 6 მილიონი დოლარი იყო.