მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს ივანიშვილის ფონდის საკუთრებაში არსებულ “გალერია თბილისს”?

6425613b17a28
BM.GE
31.03.23 00:00
5419
მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის მიერ რუსთაველის გამზირზე აშენებული სავაჭრო ცენტრი “გალერია თბილისი” 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა.

თანაინვესტირების ფონდმა 25,000 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მულტი ფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო; მასში ჯამურმა ინვესტიციამ $100 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

“გალერია ჰოლდინგმა” 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომელშიც კომპანიის საოპერაციო საქმიანობის შედეგების შესახებ არის საუბარი. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წლის ბოლოსთვის სავაჭრო ცენტრის დატვირთვის მაჩვენებელი 97%-ს შეადგენს და ის 141 მაღაზიის მიერ არის დაკავებული.

მოგება ზარალის ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მთლიანმა საოპერაციო შემოსავალმა 2021 წელს 27.4 მილიონი ლარი შეადგინა. სავაჭრო ცენტრის საოპერაციო მოგება 7.9 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო წლიური მოგება 19.1 მილიონ ლარს. მოგების ასეთი მაჩვენებელი განპირობებული იყო ფინანსური შემოსავლით, რაც 11.2 მილიონ ლარს შეადგენდა.

“გალერია თბილისის” შემადგენლობაში შემდეგი ობიექტები შედის:

1) სავაჭრო მოლი გალერია თბილისი
2) სასტუმრო რადიუს თბილისი რომელსაც მართავს შპს „გალერია ჰოტელ მენეჯმენტი“
3) ოფის 1, რომელიც სრულად გაქირავებულია შპს „არვატო ცეერემ ჯორჯია“-ზე 2019 წლის მაისიდან. ოფის 1-ის ფართი შეადგენს დაახლოებით 2,524 კვ.მ-ს
4) ოფის 2, რომელიც სრულად გაქირავებულია 2022 წლის აპრილიდან. ოფის 2-ის ფართი შეადგენს დაახლოებით 2,561 კვ.მ-ს.

“სავაჭრო მოლი შედგება 25,000 კვ. მ. ფართისგან, რომელიც გაქირავებულია ახალ საერთაშორისო და ასევე ადგილობრივ ბრენდებზე. სავაჭრო მოლი გაიხსნა 2017 წლის დეკემბერში 60%-იანი დატვირთულობით. გახსნილ ბრენდები განიცდიდნენ შემოსავლების მაღალი ზრდის ტემპს, რამაც ხელი შეუწყო სავაჭრო ცენტრის მაღალ საოპერაციო მოგებაზე გასვლას. კომპანიამ წარმატებით დახურა 2021 წელი, რომელიც მისი მეოთხე საოპერაციო წელი იყო. ახალი საერთაშორის ბრენდები, რომლებიც პირველად შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე წარმოადგენენ დაკავებული საიჯარო ფართების 30%-ს.

2019 წლის ივნისში ხელმოწერილ იქნა კონტრაქტი შპს „გალერია ჰოტელ მენეჯმენტ“-თან სასტუმროს ოპერირების შესახებ. სასტუმრომ საქმიანობა დაიწყო იმავე თვეში. სასტუმრო რადიუსი, რომელიც დაახლოებით 3,832 კვ. მ.-ს იკავებს, არის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის 78 ნომრიანი სასტუმრო. იგი საშუალო საფასო სეგმენტზეა გათვლილი. სასტუმროში განთავსებული ხუთი სხვადასხვა კატეგორიის ოთახი მორგებულია სოციალურად აქტიურ სტუმრებზე, მათზე, ვისაც სურთ, ხელმისაწვდომ ფასად დაისვენონ ქალაქის ცენტრში და განახორციელონ წარმატებული ბიზნეს და ტურისტული ვიზიტები საქართველოში,”- ნათქვამია კომპანიის მმართველობით ანგარიშში.

კომპანიის აქტივები 193 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები