მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს “ჯი-თი მოტორსს”?

6311d2a313722
შოთა ტყეშელაშვილი
02.09.22 14:55
1930
საქართველოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავტოდიელრმა “ჯი-თი მოტორსმა” 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალმა 169.6 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 6 მილიონით ნაკლები იყო. კომპანიის წმინდა მოგებამ კი 14.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5 მილიონი ლარით ნაკლებია.

“ჯი-თი მოტორსი” საქართველოში Ford-ის, Land Rover-ის, Jaguar-ისა და Suzuki-ის ავტომობილების დილერია. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ კომპანია BMW-ისა და Mini-ს ოფიციალური დილერიც ხდება.

ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს “ჯი-თი მოტორსის” შემოსავლის უმთავრესი წყარო მიკროავტობუსების რეალიზაცია იყო, რამაც 85 მილიონი ლარი შეადგინა. ეს სეგმენტი წინა წელთან შედარებით 105%-ით გაიზარდა. სანაცვლოდ შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი და ის 70 მილიონ ლარს შეადგენდა.

“ჯი-თი მოტორსის” შემოსავლები ასე ნაწილდება:

მიკროავტობუსები - 85,109,141 მატება წინა წელთან 105%
მსუბუქი ავტომანქანები - 69,950,270 კლება წინა წელთან -44%
შემოსავალი მომსახურებიდან - 6,977,863 მატება წინა წელთან 62%
სათადარიგო ნაწილები და სხვა - 4,397,772 მატება წინა წელთან 11%
შემოსავალი საგარანტიო მომსახურეობიდან - 2,172,815 მატება წინა წელთან 31%
ზეთი და საცხებ-საპოხი საშუალება - 1,030,449 მატება წინა წელთან 63%

“ჯი-თი მოტორსის” ანგარიშის თანახმად, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 128.9 მილიონი ლარი იყო, სადაც პირველ ადგილზე მიკროავტობუსების შესყიდვის თვითღირებულება იყო, რაც 61 მილიონ ლარს შეადგენდა, მეორე პოზიციას იკავებდა მსუბუქი ავტომობილების თვითღირებულება 59.8 მილიონი ლარით.

საქონლის თვითღირებულებასთან ერთად, “ჯი-თი მოტორსს”, 19.5 მილიონის ადმინისტრაციული ხარჯები ჰქონდა, მიწოდების და მომსახურების ხარჯები კი 6.5 მილიონი ლარი იყო.

“ჯი-თი მოტორსი” “ჯი-თი ჯგუფის” შემადგენელი კომპანიაა, მისი აქტივების მოცულობა 83.3 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიის ვალდებულებები კი 9.5 მილიონს შეადგენდა.

“2021 -2020 წლების 31 დეკემბრის და 1 იანვრის მდგომარეობით, კომპანიის - 100% წილის მფლობელია შპს „ჯი-თუ გრუპ“, ხოლო ამ უკანასკნელის უშუალო მფლობელებია ფიზიკური პირები: გიორგი თავდიშვილი; 33%-იანი წილით, გიორგი გველესიანი 34%- იანი წილით და თემურ უსტიაშვილი 33%-იანი წილით,” - ნათქვამია “ჯი-თი მოტორსის” ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები