კომპანია „სარაჯიშვილი“ , რომელიც ქართული ბრენდის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია რუსეთ-უკრაინის ომის გამო ახალი გამოწვევების წინაშეა.
კომპანიამ, გასულ წელს, პანდემიის ფონზე შემცირებული შემოსავლების გაზრდა მოახერეხა, თუმცა იმის გამო, რომ როგორც რუსეთი, ასევე ბელარუსი და უკრაინა უმსხვილეს ბაზრებს წარმოადგენს, მენეჯმენტი უკრაინაში გაჩაღებულ ომს მთავარ რისკებს შორის ასახელებს.
საფონდო ბირჟაზე წარდგენილი ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს ბრენდის მწარმოებელმა „სარაჯიშვილმა“ და მისმა შვილობილების რეალიზებული პროდუქციის ღირებულებამ 47,7 მლნ. ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 17%-ით აღემატება წინა წლის გაყიდვებს.
2021 წელს საერთო მოგებამ 25,2 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ - 11,5 მლნ ლარი. შესაბამისად საანგარიშო პერიოდში საერთო მოგების მარჟა 53%, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 24% დაფიქსირდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში წმინდა მოგება 1,4-ჯერ, ხოლო საერთო მოგება 1,6-ჯერ გაიზარდა.
აღსანიშნია, რომ 2021 წლის გაყიდვებში 20% ადგილობრივ, ხოლო 80% საექსპორტო ბაზრებს ეკავა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის პროდუქცია 24 საექსპორტო ქვეყანაში იყო წარმოდგენილი, მაგრამ შეცვლილია უმსხვილესი საექსპორტო ბაზარის სია. სიაში გამოჩნდა შოტლანდია.
სხვა უმსხვილესი ბაზრები იყო: ბელორუსი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ამ ქვეყნების საერთო წილმა ექსპორტის 88% შეადგინა.
რუსეთის წილი 32% იყო, ბელარუსის და უკრაინის - 22-22%, ყაზახეთს -9%, ხოლო შოტლანდიას ექსპორტის კალათაში 3%-იანი წილი ეკავა.