მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს "სოკარს", "გალფს", ვისოლს", "ლუკოილს" და სხვებს

63d27816a8c55
შოთა ტყეშელაშვილი
26.01.23 14:38
7278
2021 წელს საქართველოს ეკონომიკამ ნავთობ­­პროდუქტების შეძენაში 4 მილიარდ ლარზე მეტი გადაი­ხადა. სწორედ ამდენია ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი ნავთობიმპორტიორი კომპანიების მიერ მიღებული ჯამური შემოსავალი.

ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, ქვეყნის ყველაზე შემოსავლიანი ნავთობკომპანია „სოკარ პეტროლიუმ ჯორ­­ჯიაა”, რომელმაც 2021 წელს 972 მილიონის ღირებულების საწ­­ვავის რეალიზაცია მოახდინა. მეორე ადგილს 706 მილიონის გაყიდვებით „სან პეტროლიუმ ჯორჯია” ანუ „გალფი” იკავებს, მას 702 მილიონი ლარის შემოსავლით „რომპეტროლი” მოჰყ­­ვება.

ნავთობპროდუქტების სექტორი ბიუჯეტის ერთ-ერთი წამყ­­ვანი გადამხდელია. მაგალითად, ერთი ლიტრი ბენზინის ფას­­ში ამჟამად 38 თეთრი აქციზზე, 56 თეთრი კი დღგ-ზე მოდის, რაც ჯამში 94 თეთრს შეადგენს. შესაბამისად, ფასის თითქ­­მის ერთი მესამედი მხოლოდ ამ ორ გადასახადზე მოდის.

ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, მაღალი შემოსავ­­ლების მიუხედავად, ნავთობკომპანიების წმინდა მოგება არც­­თუ ისე მაღალია და წმინდა მოგების მარჟა შემოსავლებთან მიმართებით მხოლოდ 1.5%-ია. ტოპ-იმპორტიორი კომპანიე­ბის ჯამური შემოსავლიდან – 4 მილიარდი ლარიდან – წმინდა მოგებაზე მხოლოდ 60 მილიონი ლარი მოდიოდა.

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების შემოსავლები 2021 წელს


წყარო: კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები

ქვეყანაში მოქმედი ნავთობკომპანიების წმინდა მოგება 2021 წელს


წყარო: კომპანიების ფინანსური ანგარიშგებები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები