მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს საქართველოში კერძო სკოლების ყველაზე მსხვილ ჰოლდინგს?

სკოლა

“საქართველოს განათლების ჯგუფი” საინვესტიციო ჰოლდინგ “საქართველოს კაპიტალის” შემადგენლობაში შემავალი კომპანიაა, რომელიც რამდენიმე სკოლის საკონტროლო პაკეტს ფლობს.

ჰოლდინგის შემადგენლობაში შედიან:

  • ბრიტანულ-ქართული აკადემია (70%);
  • ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისი (80%);
  • თბილისის მწვანე სკოლა (80%);
  • თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა (70%);
  • სახლი წყნეთში (80%);
  • მწვანე სკოლა (90%);
  • ქონთემფორარი სქულ (90%);
  • ქართულ ავსტრიული სკოლა-შპს ფესვები (90%).

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 156 მილიონი ლარია, ხოლო 2022 წელს მიღებული მთლიანი შემოსავალი 42.6 მილიონი ლარი იყო.

კომპანიას შემოსავლები სეგმენტების მიხედვით აქვს გაყოფილი, კერძოდ:

• პრემიუმ საფასო სეგმენტის სკოლების ამონაგები 2022 წელს - 25.6 მლნ ლარი;
• საშუალო საფასო სეგმენტის სკოლების ამონაგები 2022 წელს - 7.7 მლნ ლარი;
• ხელმისაწვდომი საფასო სეგმენტის სკოლების ამონაგები 2020 წელს - 9.3 მლნ ლარი.

“საქართველოს განათლების ჯგუფის” ხარჯებიდან პირველ ადგილზე სახელფასო ხარჯებია, რამაც გასულ წელს 19.9 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 წელს კომპანიის წმინდა მოგება 11.3 მილიონი ლარი იყო.

“ჯგუფის უშუალო მშობელი კომპანიაა სს ჯორჯია კაპიტალი. ჯგუფის საბოლოო მფლობელი და მაკონტროლებელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საჯარო კომპანია (PLC) ჯორჯია კაპიტალი (“GCAP”), კომპანია რომელიც დაარსებულია გაერთიანებულ სამეფოში და ლონდონის საფონდო ბირჟის ჩამონათვალშია,”- ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.

სკოლების მიხედვით, მოსწავლეთა რაოდენობა ასე ნაწილდება:

  • შპს ბრიტანულ ქართული აკადემია - 966 მოსწავლე;
  • შპს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისი - 805 მოსწავლე;
  • შპს თბილისის მწვანე სკოლა - 1,424 მოსწავლე;
  • შპს მწვანე სკოლა - 346 მოსწავლე;
  • შპს მწვანე სკოლა - დიდი დიღომი - 621 მოსწავლე.

მთლიანობაში ჰოლდინგის სკოლებში განათლებას 4.1 ათასზე მეტი მოსწავლე იღებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები