მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ თბოსადგურებს?

63a06de44386d
შოთა ტყეშელაშვილი
19.12.22 23:55
819
საქართველოს მთავრობა გარდაბანში ახალი თბოელექტროსადგურების მშენებლობას გეგმავს - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საკუთრებაში დღეს ორი თბოელექტროსადგურია. “გარდაბანი” 1-ის და “გარდაბანი 2”-ის თბოსადგურების სიმძლავრე 230-230 მეგავატია.

ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, “ნავთობისა და გაზის კორპორაციისა” და "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაში მყოფმა “გარდაბანი 1”-ის თბოსადგურმა გასულ წელს 210 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო მისი წმინდა მოგება 75.3 მილიონ ლარს შეადგენდა. “გარდაბანი 2”-ის თბოსადგურის შემოსავალი კი 160 მილიონ ლარს, ხოლო წმინდა მოგება 30 მილიონ ლარს შეადგენდა.

მთლიანობაში ორივე სადგურის შემოსავალი 370 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 105 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს მთავრობა “გარდაბანი”-ის თბოსადგურის მშენებლობასაც გეგმავს, რისთვისაც ჯერ კიდევ 2020 წელს იყო საერთაშორისო შერჩევა გამოცხადებული. 2020 წლის ნოემბერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წარედგინა ინფორმაცია, რომ მასში თურქულმა კომპანია ÇALIK ENERJİ-იმ გაიმარჯვა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონად ააშენებდა. თუმცა, 2021 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ ÇALIK ENERJİ-ის სატენდერო წინადადება უარყოფილი იყო. ამ დრომდე უცნობია, რომელი კომპანია ააშენებს აღნიშნულ სადგურს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები