ელექტრონული ტექნიკით მოვაჭრე ქართულმა კომპანიებმა iPlus-მა და iTechnics-მა 2022 წლის ფინანსური ანგარიშგებები გამოაქვეყნეს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საკუთარი შემოსავლები ორივე კომპანიამ 60%-ზე მეტად გაზარდა, რის შედეგადაც ორივეს მოგებიანობა გაუმჯობესდა.
ორივე კომპანია ძირითადად Apple-ის ელექტრონული ტექნიკით ვაჭრობით არის დაკავებული და შესაბამისად ბაზარზე მსგავს სეგმენტს იკავებს. თუმცა მათ შორის გაყიდვების მოცულობით iPlus-ი ლიდერობს. ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
- iPlus - შემოსავალი 2022 წელს 96,698,976 ლარი, წმინდა მოგება 6,787,935 ლარი;
- iTechnics - შემოსავალი 43,627,757 ლარი, წმინდა მოგება 2,115,361 ლარი.
თუმცა, ფინანსური ანგარიშგებების თანახმად, ციფრული და აუდიო ტექნიკით მოვაჭრე ქსელებს შორის #1 ადგილზე "ზუმერი" იმყოფება, რომელმაც 2022 წელს გაყიდვები 76%-ით, 416 მილიონ ლარამდე გაზარდა.
მმართველობითი ანგარიშის თანახმად, iPlus-ი საქართველოს მასშტაბით რვა მაღაზიით არის წარმოდგენილი, iTechnics-ს კი ქვეყნის მასშტაბით ექვსი მაღაზია აქვს.