მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მილიონის შემოსავლები აქვთ ქართულ სუპერმარკეტებს - რეიტინგი

61c6221737044
შოთა ტყეშელაშვილი
25.12.21 00:30
7028
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ქსე­ლუ­რი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია – ამ პროცესის შედეგად, ბაზარზე უკვე წარმატებით დამკვიდრდნენ ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული ბიზნესმოდელების მქონე ქსელები. ზოგიერთი მათგანი მეტ ყურადღებას ამახვილებს სარეალიზაციო პროდუქციის ფართო არჩევანზე, ზოგიც – მიმზიდველ ფასსა და ქსელის სწრაფ ექსპანსიაზე.

სწრაფად მოხმარებადი პროდუქტებით ვაჭრობის (FMCG) სექტორის ბრუნვა 9 მილიარდ ლარს აღწევს და მისი მთავარი წარმმართველი უმსხვილესი ქსელური სუპერმარკეტები არიან. კომპანიების მიერ გამოქვეყნებული აუდიტირებული ანგარიშგებებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს სექტორში #1 მოთამაშე შეიცვალა და ეს პოზიცია “კარფურის” ნაცვლად “ნიკორა/ ლიბრეს” ქსელმა დაიკავა, რომლის შემოსავალიც გასულ წელს 18%-ით, 522 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ამჟამად ქსელი ქვეყნის მასშტაბით 334 სუპერმარკეტით არის წარმოდგენილი და მას მომავალში კიდევ 100-ზე მეტი მაღაზიის გახსნაც აქვს დაგეგმილი.

მეორე ადგილს იკავებს “მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია”, ანუ “კარფური”, რომლის შემოსავალი 2020 წელს 0.3%-ით, 472.4 მილიონ ლარამდე შემცირდა. “კარფური”საქართველოში 3 ჰიპერმარკეტს, 10 სუპერმარკეტსა და 27 მცირე მარკეტს აერთიანებს, უკანასკნელ პერიოდში “კარფურის” გაფართოება სწორედ მცირე მარკეტების გახსნასთან იყო დაკავშირებული. მესამე ადგილზეა “ორი ნაბიჯი”, რომელიც ამჟამად 307 მაღაზიით ოპერირებს. კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს 409.9 მილიონი ლარი შეადგინა.

ქსელურ მოთამაშეებს შორის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი “მაგნიტს” აქვს – მან 2020-ში 326 მილიონი ლარის საქონელი გაყიდა, ასევე თითქმის გაორმაგებულია მისი მაღაზიების რაოდენობა და ის 284-ს შეადგენს. სუპერმარკეტების რაოდენობით კი პირველ ადგილზეა “ფუდმარტი”, რომელიც ქვეყნის მასშტაბით “Spar”-ის, “იოლისა” და “ფუდმარტის” 527 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, კომპანიების მრავალმილიონიანი გაყიდვების მიუხედავად, ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეებიდან არაერთი ფინანსურ ზარალზეა. უარყოფითი შედეგების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში სწრაფ განვითარებაში ჩადებული მრავალმილიონიანი საინვესტიციო ხარჯია. მთლიანობაში ბაზრის ტოპ-10 მოთამაშეზე 2020 წლის მდგომარეობით 1.3 მილიარდი ლარის აქტივები და 2.7 მილიარდი ლარის გაყიდვები მოდის.



დაწვრილებით რეიტინგი იხილეთ Forbes Georgia-ზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები