მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ-ის გადასახადებს იხდიან Facebook-ი, Google-ი და სხვები საქართველოში?

62a981ad22ca3
შოთა ტყეშელაშვილი
15.06.22 12:25
2835
რა გადასახადებს იხდიან უცხოური ტექნოლოგიური კომპანიები საქართველოში? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად BMG-იმ შემოსავლების სამსახურს მიმართა, საიდანაც მიღებული პასუხის მიხედვით, ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა Facebook-ი, Google-ი, Youtube-ი, Booking.com-ი და სხვა, დღგ-ის გადახდის ვალდებულება 2021 წლის 1-ელი ოქტომბრიდან გაუჩნდათ. აღნიშნული საგადასახადო კოდექსის და ფინანსთა მინისტრის ბრძანებით რეგულირდება.

შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ამ კატეგორიის გადამხდელებმა ახალი წესის ამოქმედებიდან 6 თვეში ბიუჯეტში სულ 8,386,000 ლარი გადაიხადეს. აქედან 2021 წლის მეოთხე კვარტალში გადახდილი გადასახადები 4,363,000 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში კი 4,022,000 ლარი გადაიხადეს.

სტატისტიკაში წარმოდგენილი არაა უშუალოდ რომელმა კომპანიებმა გადაიხადეს ეს თანხა.

რა პრინციპით იხდიან ეს კომპანიები გადასახადებს ქართულ ბიუჯეტში?

აუდიტორული ფირმა “ლოიალტეს” განმარტებით, 2021 წლის 01 ოქტომბრიდან დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშვათ “უცხოელ დასაბეგრ პირებს”, რომლებიც არ არიან საქართველოში რეგისტრირებული საქართველოში და მონაწილეობენ ციფრული მომსახურების გაწევაში და ამ მომსახურებას უწევენ ფიზიკურ პირებს, რომლებიც არ არიან გადასახადის გადამხდელებად რეგისტრირებული და ეს ოპერაცია არ იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლით გათვალისწინებული უკუდაბეგვრის წესით.

უცხოელი დასაბეგრი პირები შესაძლოა იყოს ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა: Booking, Facebook, Google, Linkedin, etsy და სხვ. აღნიშნული კომპანიები როდესაც მომსახურებას უწევენ დასაბეგრ პირებს (გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს), დღგ-ის გამოანგარიშებას და გადახდას ახორციელებენ დასაბეგრი პირები უკუდაბეგვრის წესით, ხოლო როდესაც მომსახურებას უწევენ არადასაბეგრ პირებს (გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ პირებს), ამ შემთხვევაში დღგ-ის თანხას თავად გადაიხდიან ბიუჯეტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები