მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მლნ-ის შემოსავალი აქვს ქუთაისის მეტალურგიულს, რომელიც ზედამხედველმა გააჩერაა

62e271d2d3d56
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.22 17:28
813
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისში, შპს „ამბიკონ სტილსს“ (ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას) მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა "ამბიკონ სტილსის“ მეტალურგიული წარმოების უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, მას შემდეგ მიიღო, რაც ინსპექტირებით დადგინდა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს.

კომპანია "ამბიკონ სტილსი" ინდური ჯგუფის - Ambicon Ventures Private Limited-ის შემადგენლობაში შედის. კომპანიას 2021 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გამოქვეყნებული აქვს. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ქარხანამ 26.3 მილიონი ლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას მოგების ნაცვლად, 121 ათასი ლარის ზარალი ჰქონდა. 

"ამბიკონ სტილსის" ჯამური აქტივები 2.1 მილიონი ლარია. 

"კომპანიის მთავარ ამოცანას წარმოადგენს თავისი მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდება. პროდუქციის ხარისხზე ზრუნვა იწყება ნედლეულის მომწოდებლების შერჩევით: კომპანიის მიერ ხდება მხოლოდ მაღალი ხარისხის ჯართის შეძენა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს კომპანიის შიდა სტანდარტით, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. შეძენილი ჯართის ხარისხის კონტროლს კომპანია პერმანენტულად ახორციელებს," - ნათქვამია დოკუმენტში.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანახმად, კომპანიაში შემდეგი დარღვევა დაფიქსირდა: 

“საწარმოს ეზღუდება საქმიანობის (მეტალურგიული წარმოება) განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ ციკლთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად, მკაცრად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს.

წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის 3(1) ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე", - აღნიშულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები