მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი მუზეუმია საქართველოში - საქსტატის ანგარიში

5eef312384c0a
თამთა ჯიჯავაძე
21.06.20 15:30
2346
2019 წელს საქართველოში 253 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი იყო, რაც 2018 წელთან შედარებით ხუთით მეტია, ხოლო 2017-თან  შედარებით კი - 12-ით მეტი.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი თბილისშია (60), შემდეგ მოდის იმერეთი (38), კახეთი (34) და სამეგრელო–ზემო სვანეთი (31).

რაც შეეხება დამთვალიერებელთა სტატისტიკას, 2019 წელს მუზეუმები საქართველოში 2 253 000-მა ადამიანმა მოინახულა, მაშინ როდესაც 2018 წელს მუზეუმებს 2 115 000 ადამიანი ეწვია. ექსკურსიების რიცხვმა კი, 2019 წელს 66 998 შეადგინა, 2018 წელს - 62 397, ხოლო 2017 წელს - 58 274.

როგორც ჩანს, წლიდან წლამდე დამთვალიერებელთა რიცხვი მზარდია, თუმცა 2020 წელს დიდი ალბათობით მოსალოდნელია კლება, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მუზეუმებს პანდემიის გამო მუშაობა შეჩერებული ჰქონდათ.

საქართველოს მუზეუმებმა და მუზეუმ-ნაკრძალებმა ეტაპობრივი გახსნა 20 ივნისს დაიწყეს. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები