მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი პირუტყვისა და შინაური ცხოველის ექსპორტი განხორციელდა 2024 წელს?

ფერმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოდან ექსპორტირებულია 109 020 მსხვილფეხა პირუტყვი და 377 201 წვრილფეხა პირუტყვი. გარდა ამისა, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გასული წლის მანძილზე საქართველოდან გაიყვანეს 7422 შინაური ბინადარი ცხოველი (ძაღლი, კატა) და 5 798 519 ფრინველი. ასევე, ექსპორტზე გავიდა 2 833 580 ერთდღიანი წიწილა.

აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ცოცხალ ცხოველებსა და ვეტერინარულ კონტროლქვემდებარე ტვირთზე საექსპორტოდ გაიცა 11 200 ვეტერინარული სერტიფიკატი. აღნიშნული სერტიფიკატი გაიცემა ცოცხალი პირუტყვის გარდა ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა კვერცხი, მატყლი, თევზის ზეთი და სხვა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს, საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 11 943 300 საინკუბაციო კვერცხი, 2 836 249 კგ ტყავნედლეული, 434 584 კგ მატყლი, 3 263 406 კგ ცხოველის საკვები და საკვებდანამატი, 3 086 886 კგ თევზის ზეთი და 10 814 835 კგ თევზის ფქვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები