მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი სატრანზიტო ტრაილერი კვეთს საქართველოს - სატრანზიტო შემოსავალმა 118 მილიონი ლარი შეადგინა

ტრანზიტი

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველო სულ 336,402 საერთაშორისო სატრანზიტო ტრაილერმა გადაკვეთა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

დოკუმენტის თანახმად, საქართველომ სატრანზიტო მომსახურებიდან 118 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რადგანაც თითოეული ტრაილერი ქვეყნის გადაკვეთის ნებართვის მოსაპოვებლად გზათსარგებლობის სატრანზიტო მოსაკრებელს იხდის, რომლის ღირებულებაც 350 ლარს შეადგენს.

2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანზიტო ტრაილერების რაოდენობა თითქმის უცვლელი დარჩა, რადგან 2023 წელსაც ბიუჯეტში რვა თვეში ამ სერვისიდან 118 მილიონი ლარის შემოსავალი შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები