მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი შეხვედრა გამართა შრომის ინსპექციამ ბიზნესთან 2023 წელს? - ანგარიში

ბექა ფერაძე

მთავარი შრომის ინსპექტორი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანი თანამშრომლებსა და დაინტერესებულ პირებში ცნობიერების ამაღლებაა, რის გამოც 2023 წლის განმავლობაში ბიზნესთან 35 შეხვედრა გაიმართა.

“ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი მიზანი არის ცნობიერების ამაღლება - როგორც ჩვენი თანამშრომლების პროფესიული უნარების გაძლიერება, ასევე შესაბამისი დაინტერესებული პირების. ამ მიმართულებით რამდენიმე სახელმძღვანელო დოკუმენტი უკვე შემუშავდა. რაც შეეხება ბიზნესთან და დასაქმებულებთან შეხვედრას, 35 შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 1700-ზე მეტი დაინტერესებული პირი ესწრებოდა”, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის სამსახურის ანგარიშის წარდგენაზე ფერაძემ შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებულ საკონსულტაციო ცენტრის/ცხელი ხაზის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში 11 000-ზე მეტი ზარი დაფიქსირდა.

“აქტიურად გამოვიყენეთ საინფორმაციო მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლები და მასმედიის საშუალებით აქტიურად მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია ყველა სიახლეზე.

რაც შეეხება ცხელ ხაზს, 11 192 შემომავალი ზარი იქნა დაფიქსირებული, მათგან 54% იყო შრომის ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით”, - ამბობს ბექა ფერაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები