მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენია მშპ ერთ მოსახლეზე EU-ში და რამდენ კანდიდატ ქვეყანას ასწრებს საქართველო?

ევროკავშირი

2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა $30 მილიარდი იქნება, ხოლო ერთ მოსახლეზე მშპ-ის ზომა 8,165 დოლარს მიაღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 8,546 დოლარი იქნება.

27 წევრისგან შემდგარ ევროგაერთიანებაში ერთ მოსახლეზე მშპ-ის მედიანური მაჩვენებელი 33 ათასი დოლარია. შესაბამისად, მედიანურ შემოსავლის დონეს საქართველო ოთხჯერ ჩამორჩება.

ევროკავშირში სიმდიდრის დონით ყველაზე ღარიბი ქვეყანა ბულგარეთია, სადაც მშპ ერთ მოსახლეზე 16 ათასი დოლარია, შესაბამისად მას საქართველო ორჯერ ჩამორჩება. 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 16 ათას დოლარს 13 წელში მიაღწევს.

ევროკავშირს სულ 10 კანდიდატი ქვეყანა ჰყავს, მათგან საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე 5 ქვეყნის მაჩვენებელს აჭარბებს. მიმდინარე ომის გამო, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უკრაინაშია და ის 5.2 ათასი დოლარია.

  • თურქეთი - 13,380 დოლარი;
  • მონტენეგრო - 11,340 დოლარი;
  • სერბეთი - 11,300 დოლარი;
  • საქართველო - 8,165 დოლარი;
  • ალბანეთი - 8,060 დოლარი;
  • ბოსნია და ჰერცოგოვინა - 7,780 დოლარი;
  • ჩრდილოეთ მაკედონია - 7,670 დოლარი;
  • მოლდოვა - 6,410 დოლარი;
  • უკრაინა - 5,220 დოლარი;

რა იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მშპ ერთ მოსახლეზე, მაშინ როდესაც ისინი EU-ს წევრები გახდნენ:

ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ. მაშინ რუმინეთის მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 8,273 დოლარს შეადგენდა, ხოლო ბულგარეთის 5,815 დოლარს. ამჟამად ბულგარეთის მშპ ერთ მოსახლეზე 16 ათასი დოლარია, ხოლო რუმინეთში 18.4 ათასი დოლარი.

რაც შეეხებათ პოლონეთსა და უნგრეთს, ისინი EU-ს წევრი 2004 წელს გახდნენ, ამ წელს უნგრეთის მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 10,291 დოლარი იყო, ხოლო პოლონეთის მშპ ერთ მოსახლეზე 6,684 დოლარი. შედარებისთვის, ამჟამად უნგრეთში ეს მაჩვენებელი 21,075-ია, პოლონეთში კი 22,393 დოლარი.

gdp per capita
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები