მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენია საშუალო ხელფასი ბიზნესსექტორში? - სტატისტიკა

638dcf29d99cd
BM.GE
05.12.22 14:48
717
საქსტატმა 2022 წლის მესამე კვარტალის კერძო სექტორის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მესამე კვარტალში კერძო სექტორში ოფიციალურად სულ 723 ათასი კაცი აღირიცხებოდა ბიზნესების მიერ დასაქმებულად, ეს წინა წელთან შედარებით 6.7%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.5 პროცენტი ქალია, ხოლო 57.5 პროცენტი - კაცი.

გარდა ამისა, 2022 წლის III კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 714.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 258.7 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 317.7 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 174.2 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 794.4 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 955.2 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 420.4 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები