მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რამდენია სებ-ის ვიცეპრეზიდენტის ანაზღაურება

ნათია თურნავა ეკატერინე მიქაბაძე ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკი

ეკატერინე გალდავა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში 2021 წლიდან არის, 2023 წლის ნოემბრიდან კი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2024 წლის განმავლობაში გალდავამ ანაზღაურების სახით 295,869 ლარი მიიღო, რაც 2023 წელს ანაზღაურების სახით მიღებულ 132,561 ლარზე ორჯერ მეტია.

ანაზღაურების მატება დაკავშირებულია იმასთან, რომ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტთა ხელფასები გაიზარდა, მაგალითად სებ-ის წინა ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ გაგუას მიერ მიღებული წლიური ანაზღაურება 254,000 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, მატება დაახლოებით 40 ათას ლარს შეადგენს.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ეკატერინე გალდავა ფლობს შემდეგ უძრავ ქონებებს:

თბილისში ორი საცხოვრებელი სახლი - შეძენილია 2001 წელს 30,000 ლარად (63.6 კვ.მ) მეორე მიღებულია მემკვიდრეობით 2017 წელს (61.7 კვ.მ). 880 კვ.მ მიწის ნაკვეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში, შეძენილი 2013 წელს 9,000 აშშ დოლარად. მიწაზე აშენებულია ორი შენობა (ერთ-ერთი მშენებარეა).

საბანკო ანგარიშებზე გალდავა 26 ათასი ლარის დანაზოგს უთითებს, ნაღდი ფულის სახით კი ის 35 ათას ლარს ინახავს.

ამასთან, გალდავა სარგებლობს რამდენიმე იპოთეკური სესხით, რომელთა ღირებულება 46 ათასი დოლარი, 100 ათასი ლარი და 58 ათასი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები