საქართველოს დიპლომატიური სამსახურის წევრთა ანაზღაურებები საჯარო სამსახურში არსებული ანაზღაურებების სისტემისგან განსხვავებული ნორმებით რეგულირდება და ის უშუალოდ საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება. ამასთან, დიპლომატების ანაზღაურებები სხვა საჯარო მოხელეთა ანაზღაურებებზე რამდენჯერმე მაღალია და ის ზოგიერთ შემთხვევაში 100 ათას დოლარსაც აჭარბებს, რაც როგორც მინისტრების, ასევე, პრემიერ-მინისტრის ანაზღაურებაზე მაღალია.
საქართველოს ელჩების ანაზღაურებები ქონებრივი დეკლარაციების თანახმად:
პოსტი | დიპლომატის სახელი | ხელფასი | ხელფასი ლარში |
იაპონიაში საქართველოს ელჩი | თეიმურაზ ლეჟავა | $141,300 | 382,697 |
კანადაში საქართველოს ელჩი და სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი | კახა იმნაძე | $117,526 | 318,307 |
დანიის სამეფოში საქართველოს ელჩი | ნათელა მენაბდე | €100,098 | 292,794 |
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | იოსებ ჩახვაშვილი | $95,616 | 258,966 |
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | ზურაბ პატარაძე | $88,704 | 240,246 |
მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი | ზაზა გაბუნია | $88,000 | 238,339 |
უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | ზურაბ აბდუშელიშვილი | $84,752 | 229,542 |
ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს ელჩი | დავით სოლომონია | €77,532 | 226,787 |
საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში | ზაზა კანდელაკი | $82,528 | 223,519 |
ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | ნიკოლოზ ლალიაშვილი | $78,000 | 211,255 |
ირლანდიაში საქართველოს ელჩი | გიორგი ზურაბაშვილი | €71,392 | 208,827 |
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | ოთარ ბერძენიშვილი | €70,083 | 204,998 |
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი | დავით ზალკალიანი | $70,596 | 191,202 |
ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი | არჩილ ყარაულაშვილი | €63,156 | 184,736 |
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიის რესპუბლიკაში | თეა მაისურაძე | €62,375 | 182,451 |