საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იმედოვნებს, რომ მესტიაში კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მოსახლეობის გამრიცხველიანების პროცესი რეალურად განხორციელდება.
როგორც ლევან ვეფხვაძემ BMG-სთან საკითხის შეფასებისას განუცხადა, კრიპტომაინინგი დღეს იმდენ ელექტროენერგიას მოიხმარს, რასაც დანარჩენი საქართველო.
„გაცხადებული პოლიტიკაა, რომ [მესტიაში] გამრიცხველიანება იქნება. იმედია, ეს განხორციელდება, იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში დანარჩენი საქართველოს ხარჯზე არ ხდებოდეს რამდენიმე ადამიანის გამდიდრება, რადგან კრიპტომაინინგი დღეს მოიხმარს იმდენს [ელექტროენერგიას], რასაც დანარჩენი საქართველო ვიხმართ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, მთავრობის მიერ, 1-ელ ივნისს გაჟღერებული გადაწყვეტილებით, კრიპტომაინინგის პრობლების აღმოსაფხვრელად, მესტიაში მოსახლეობა გამრიცხველიანდება.




























