მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რამდენიმე ჯავშანი გვაქვს გაკეთებული აპრილ-მაისში, არ ვიცით, რა ვუპასუხოთ დამკვეთებს”

600d269ae4c25
ანუკა ჯოხაძე
24.01.21 12:00
747
ტურიზმის გახსნის სამოქმედო გეგმის არარსებობაზე ტურისტული კომპანია TravelShop-ის გენერალური მენეჯერი ნიკა მანჯგალაძე საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მთავარი პრობლემა კომუნიკაციის არარსებობაა.

კერძო სექტორმა დღემდე არ იცის ის რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, ისინი ტურისტების მიღებას შეძლებენ, შესაბამისად, ქვეყნებიდან წამოსულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ და მათ პარტნიორებს კონკრეტულ პასუხებს ვერ სცემენ, რაც მათ საქმიანობას აზარალებს, რადგან ამ მიმართულებით კონტაქტების დაგროვებას სექტორმა წლები მოანდომა.

“ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. არამარტო იმ ქვეყნებთან, სადაც ვაქცინაცია დაიწყო. იმათთანაც, სადაც ვაქცინის მოლოდინში არიან. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი რეგულაცია შემუშავებული, რომლის მიხედვითაც ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ, შესაბამისად პარტნიორებს ვერაფერს ვერ ვეუბნებით. ყველა ქვეყანაზე სხვადასხვა მიდგომაა. ყველას განსხვავებული საკარანტინე პერიოდი აქვს. თუ სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგია არ ჩამოყალიბდა, რას აპირებს ამასთან მიმართებით, ჩვენ გაჩერებულები ვართ. თორემ მზაობა და სურვილი საქართველოს მიმართ ყოველთვის იქნება. უკვე ძალიან ვზარალდებით სამოქმედო გეგმის არარსებობის გამო, იმიტომ რომ რამდენიმე ჯავშანი გვაქვს გაკეთებული რამდენიმე სასტუმროში აპრილ-მაისში, მაგრამ არ ვიცით რა ვუპასუხოთ დამკვეთებს. ჩამოსვლის შემთხვევაში როგორ მოვიქცევით, რა რეგულაციები იქნება “-ამბობს კომპანია TravelShop-ის გენერალური მენეჯერი ნიკა მანჯგალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები