საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ "რუსული კანონის" წინააღმდეგ გამოსული ადამიანებიდან რამდენიმე დააკავეს. როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა ოცდაათამდე ადამიანი პოლიციას შეურაცხყოფდა და სხვებს ძალადობისკენ მოუწოდებენ, რის გამო ისინი დაკავებულები არიან.
მას დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.
"აქ რამდენიმე ადამიანი, დაახლოებით 30-მდე პირი, პოლიციის თანამშრომლებს აგინებენ და იწვევენ და ხალხს ძალადობისკენ მოუწოდებენ. შესაბამისად პოლიცია რეაგირებს. დაკავებულები არიან წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და პოლიციისთვის შურაცხყოფისთვის, ადმინისტრაციულად", - განაცხადა მან.