მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით გაეზარდათ შინამეურნეობებს შემოსავლები? - PMCG-ის კვლევა

2019-2023 წლებში შინამეურნეობების ნომინალური მედიანური შემოსავალი 50.1%-ით გაიზარდა და 1,328 ლარი შეადგინა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ამავე პერიოდში 29,3%-ით გაზრდილ სამომხმარებლო ფასებს, შინამეურნეობების რეალური მედიანური შემოსავალი მხოლოდ 16.6%-იან ზრდას აჩვენებს და 1,027 ლარს შეადგენს - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოში მცხოვრები ოჯახების შემოსავლებს და სიღარიბის მაჩვენებელს ეხება.

კვლევის მიხედვით საანგარიშო პერიოდში მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი გაიზარდა, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობათა წილი შემცირდა. 2019-2023 წლებში იმ ოჯახების წილი, რომლებიც 1000 ლარამდე შემოსავალს იღებდნენ 20 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 39% შეადგინა. თუმცა რეალური მაჩვენებელი მხოლოდ 6 პპ-ით შემცირებას აჩვენებს.

ნომინალური შემოსავალი გაზრდილია ყველა კვინტილში. ყველაზე მაღალი ზრდა დაბალი შემოსავლის მქონეთა ჯგუფებში დაფიქსირდა. მიუხედავად ამისა, 2023 წელს შინამეურნეობების ყველაზე მდიდარი 20%-ის შემოსავალი 7-ჯერ აღემატებოდა ყველაზე ღარიბი 20%-ის შემოსავალს, რაც ოდნავ ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე.

სტუმარი: გოჩა ქარდავა - PMCG-ის მკვლევარი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები