ინდური ავიაკომპანია Air India-ს საკუთრებაში არსებული Boeing 787 Dreamliner-ის ჩამოვარდნის ფონზე, საფონდო ბირჟაზე Boeing-ის აქციების შეფასება მკვეთრად შემცირდა.
ბირჟის გახსნიდან რამდენიმე წუთში ამერიკული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 5%-ით შემცირდა, მაგრამ ზრდა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა და საბოლოო ჯამში, Boeing-მა კაპიტალიზაციის დაახლოებით 8% დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ 242 მგზავრით დატვირთული Air India-ს თვითმფრინავი, რომელიც ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, საწყის აეროპორტთან ახლოს, ქალაქ აჰმედაბადში ჩამოვარდა. Boeing 787 Dreamliner-ი ამერიკული კომპანიის ერთ-ერთი ახალი და მოთხოვნადი მოდელია, რომლის ჩამოვარდნა Boeing-ის შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით იმის ფონზე, თუ რამდენ გამოწვევასთან მოუწია კომპანიას გამკლავება ბოლო წლების განმავლობაში.




























