მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენით შემცირდება რეფინანსირების განაკვეთი 2023 წლის ბოლოსთვის? – Galt & Taggart-ის პროგნოზი

რეფინანსირების განაკვეთი

Galt & Taggart-ის შეფასებით, ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7% შეადგინა.

საინვესტიციო კომპანიაში განმარტავენ, რომ ინფლაციის შემცირებაზე იმპორტირებული და შერეული საქონლის ფასების კლება მოქმედებს. ასევე, აღსანიშნავია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპის შენელებაც.

Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10.0%-ზე დატოვა 2023 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე, რადგან რეგულატორი ინფლაციის პროგნოზის კუთხით დამატებით გაურკვევლობას ხედავს მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

„შესაბამისად, განვაახლეთ რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი და 2023 წლის დეკემბერში ველოდებით 9.75%-ის დონეზე, ხოლო 2024 წლის ბოლოსთვის 8.75%-მდე შემცირებას ვპროგნოზირებთ, რაც 25 საბაზისო პუნქტით აღემატება ჩვენს წინა პროგნოზს“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები